Back to Top
კვირა, 09 მაისი 2021 21:26

გორში იუსტიციის სახლი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

Rate this item
(0 votes)

გორში იუსტიციის სახლი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ევროპის დღეებს უკავშირდება.


"„ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“ – იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. საგანგებოდ ამ დღისთვის ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა გორის იუსტიციის სახლი, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მომხმარებლებს ევროკავშირის დროშის გამოსახულების პირბადეებით მოემსახურებიან" , - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე მსხვილი პროექტი სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით, „COVID-19“-ის კრიზისის პირობებში.

Read 258 times