Back to Top
კვირა, 09 მაისი 2021 21:32

მერია: ატენში ავტომანქანების გადაადგილება აღდგენილია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტომანქანების გადაადგილება აღდგენილია. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კეთილმოწყობის სააგენტოს ტექნიკით მოხდა გზის სავალი ნაწილის ნაშალისგან გათავისუფლება, რათა ავტომანქანებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ და ამის შემდეგ ქვა - ღორღის გატანა დაიწყო.

 

„ოპერატიულად დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ უმოკლეს პერიოდში გაგვეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი და ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილიყო. მთავარია, რომ მოვარდნილი ღვარცოფისა და ჩამოშლილი ქვა - ღორღის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება და ბოლომდე მოხდება გზის გაწმენდა.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

 

ატენის თემში უხვმა ნალექმა დღის პირველ ნახევარში პრობლემები შექმნა და შეიზღუდა ავტომანქანების გადაადგილება. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიტანა და სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩახერგა.

Read 162 times