Back to Top
კვირა, 09 მაისი 2021 21:58

გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 2 მონაწილე ცხოვრობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტში 6 ვეტერანი ცხოვრობდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვეტერანებს წელიწადში 800 ლარს გადასცემს. აქედან 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მათ 300 ლარი გადაეცემათ. 

 

„ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს! მინდა ყველა ვეტერანს მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ზუსტად 76 წლის წინ დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი სასტიკი ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველომ ამ ომში ასი ათასობით ადამიანი დაკარგა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. “ - აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

გარდა ამისა, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

Read 174 times