Back to Top
კვირა, 16 მაისი 2021 11:45

ენმ: გორის მერიამ 23 სასამართლო დავა წააგო და 110 ათას ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა

Rate this item
(0 votes)

ენმ-ს გორის ოფისში ვასილისა ჯაბახიძემ ჟურნალისტებთან გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასამართლო დავებზე ისაუბრა.

 

 

მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიამ 23 სასამართლო დავა წააგო და მოსარჩელე მხარეებისთვის 110 ათას ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა. 

 

 

"153 საქმე აღიძრა 2017 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის წინააღმდეგ, ამ საქმეებიდან 96 უკვე დასრულებულია და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე გორის მერიას დაეკისრა, რომ კომპენსაცია გადაეხადა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე დავებიც, იმ ადამიანების სასასრგებლოდა დასრულდება, რომლებიც უსამართლოდ გამოუშვეს სამსახურიდან", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ

 

 

ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას, 56 მიმდინარე დავა აქვს. დაკისრებული კომპენსაციის თანხიდან კი, 29 373 ლარი აქვს გადახდილი. 

Read 281 times