Back to Top
ორშაბათი, 17 მაისი 2021 00:18

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი გორელ ახალგაზრდებს შეხვდება

Rate this item
(0 votes)

17 მაისს, 13 საათზე, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტ ალტერ SPACE-ის ფარგლებში, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდება.

 

ის დაინტერესებულ ახალ თაობას, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და პროფესიის არჩევის ისტორიაზეც უამბობს.

 

ნათელა გრიგალაშვილი - თავისუფალი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი და დოკუმენტური ფოტო-სააგენტოს "კონტაქტ ფოტოს" დამფუძნებელია საქართველოში. კარიერის განმავლობაში მან არა ერთ გამოფენას უმასპინძლა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვებს გარეთ.

ნათელა გრიგალაშვილის დოკუმენტური ფოტო-ისტორიები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების მრავალფეროვან ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მათ შორის, ქალებზე პანკისის ხეობიდან და დუხობორებზე.

 

 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გორში მას უმასპინძლებენ, ხორციელდება “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის” (SCOPE) ფარგლებში. SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

Read 154 times