Back to Top
ორშაბათი, 17 მაისი 2021 16:23

მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონმა ახალგაზრდებისთვის სამხედრო მომზადების კურსი დაიწყო

Rate this item
(0 votes)

გორელი ახალგაზრდებისთვის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სამხედრო სალაშქრო მომზადების ახალი კურსი დაიწყო.

 

 

კურსზე 15 ახალგაზრდაა, რომლებიც როგორც სამხედრო ასევე სალაშქრო საქმეს ისწავლიან.

 

 

"დაიწყო სამხედრო-სალაშქრო მომზადების მორიგი კურსი, პირველი გასვლის თემა იყო სალაშქრო საქმე დამწყებთათვის, სადაც ლეგიონერებმა ახალწვეულებს გააცნეს ორგანიზაციაში არსებული ეკიპირების გარჩევა და გამოყენების წესები. ახალწვეულებს გორის ორგანიზაციის ლეგიონერებმა გააცნეს ლეგიონის მიზნები,წესები და კურსის თემატიკა.პირველი გასვლის ფარგლებში ჩაუტარდათ ელემენტარული სამწყობრო მომზადება, კურსის განმავლობაში ახალგაზრდები შეისწავლიან სამხედრო და სალაშქრო საქმეს, პირველადი დახმარების გაწევას, სროლას, თვითგადარჩენას და ასე შემდეგ", - ნათქვამია ორგანიზაციისმიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

 

 

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში სწავლა 16 და 21 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

Read 176 times