Back to Top
ორშაბათი, 17 მაისი 2021 19:59

გორში მაშველებმა კატა გადაარჩინეს

Rate this item
(0 votes)

გორში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კატა გადაარჩინეს.

კატის პატრონმა 112-ში მას შემდეგ დარეკა, რაც შინაური ცხოველი შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდა და ქვედა სართულის ფანჯრის რაფაზე აღმოჩნდა.

 

"ქვედა სართულზე არავინ ცხოვრობს. მე მეგონა მოახერხებდა თავისით ჩამოსვლას ქვედა სართულის აივანზე, თუმცა საათი გავიდა და ვერ ჩამოდიოდა, შეეშინდა და კნაოდა" , - ამბობს კატის პატრონი.

 

მაშველებმა კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონს დაუბრუნეს.

Read 540 times