Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 12:58

გორის მერი: 4 კანდიდატურიდან მოადგილეებს ახალ გუბერნატორტან ერთად ვარჩევ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეების შერჩევისას რეკომენდაციებს ახალ გუბერნატორტან გადის.

 

 

კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებებსა და მოსაზრებას ადრეც ითვალისწინებდა და ახალი მოადგილეების შერჩევისას ახლაც ანალოგიურად მოქმედებს.

 

 

"იგივეს ვაკეთებთ ახლაც, იცით, რომ ახალი გუბერნატორი გვყავს და ახალი მოადგილეების შერჩევისას მის რეკომენდაციებსაც ვისმენთ. მიმდინარეობს შერჩევა, რომელი კადრი იქნება უკეთესი. არის 4 კანდიდატურა და მათგან სულ მალე შევარჩევთ ორ მათთგანს. აქედან 2 ჩვენ მუნიციპალიტეტშია დასაქმებული, 2 ჩვენთან არ მუშაობს", -აღნიშნა გორის მერმა.

 

 

ინფორმაციისთვის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის მერი რადიო "მოზაიკას" გადაცემაში ისაუბრებს. გადაცემას "თვითმმართველობის დრო", ფეისბუქის მომხმარებელი 15 ივნისს 22:00 საათზე ნახავს.

Read 635 times Last modified on ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 16:02