Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:18

გორელი ფერმერებისთვის შექმნილ ვებ-გვერდს დღეში საშუალოდ 8 ადამიანი სტუმრობს

Rate this item
(0 votes)

გორელი ფერმერებისთვის შექმნილ ვებ-გვერდს agrofarm.ge დღეში საშუალოდ 8 მომხმარებელი სტუმრობს.

ცხვრის მატყლი, ბოცვერი, ცვილი, თაფლი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ყიდვაც აღნიშნული ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი, თუმცა რეიტინგების ვებ-გვერდის top.ge მონაცემებით, საიტს მინიმალური მნახველი ჰყავს და საიტების საერთო ჩამონათვალში 1 219-ე ადგილზეა.

 

agrofarm.ge-ს ადმინისტრირებას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო უწევს. უწყების ცნობით, ისინი ცდილობენ, რომ საიტის პოპულარობა გაიზარდოს, თუმცა ბოლო დრომდე, აღნიშნული ვებ-გვერდით თითქმის არავინ სარგებლობს.

 

"პერიოდულად, სააგენტოს თანამშრომლები ინფორმაციას აწვდიან ადგილობრივ გლეხებს და ფერმერებს ვებ-გვერდის არსებობის და სარგებლობის ინსტრუქციის შესახებ. ასევე, ინფორმაცია მიეწოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, შხამ ქიმიკატებითა თუ სასუქით მოვაჭრე მეწარმეებს. სააგენტოს თანამშრომლები ვებ-გვერდზე ათავსებენ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სასარგებლო ინფორმაციას, ადმინისტრირებას უწევენ agrofarm.ge-ს ფეისბუქ გვერდს" , - განმარტავენ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.

 

ვებ-გვერდი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ ფარგლებში შეიქმნა და ის უნდა დახმარებოდა გორელ ფერმერებს საკუთარი პროდუქტების რეალიზებაში.

Read 148 times