Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:29

ახალგაზრდული ჯგუფი გორში არსებულ ტურისტულ ობიექტებს გააციფრულებს

Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდული ჯგუფი გორში არსებულ ტურისტულ ობიექტებს გააციფრულებს.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ, შეიმუშავა სპეციალური გეგმა და შექმნა სამუშაო ჯგუფი იმ ახალგაზრდების შემადგენლობით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სატრენინგო კურსი ,,გააციფრულე საქართველო“ და მუშაობა დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების გაციფრულებაზე.

 

 

ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო მასალა ინტერნეტში განთავსდება, რაც დახმარებას გაუწევს გორში ჩამოსვლის მსურველ ტურისტს.

 

"ახალგაზრდებთან ერთად სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფილ და იოსებ სტალინის სახემწიფო მუზეუმს ვეწვიეთ, სადაც შემუშავდა კონკრეტული გეგმები, ამ ჯგუფის მიერ გუგლში განთავსებული ფოტო ინფორმაცია ცნობილი გახდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დახმარებას გაუწევს გორში ჩამოსვლის მსურველ ტურისტებს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

Read 115 times