Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:42

მერია: გორი-ერგნეთის მიმართულებით 10-ს ნაცვლად 4-მა „მარშუტკამ" უნდა იაროს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორი-ერგნეთის მიმართულებით 10-ს ნაცვლად 4-მა სამარშრუტო ტაქსმა უნდა იაროს. პროექტი უწყებამ საკრებულოს წარუდგინა დასამტკიცებლად.

"მერიის მიერ განხორციელდა დაკვირვება დადგენილი მარშრუტების მოსახლეობის საჭიროებებზე მისადაგების კუთხით, მათ შორის მგზავრთა ნაკადზე, რისი ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა საჭიროება, რომ გორი-ერგნეთის მიმართულებით მარშუტკების რაოდენობა შემცირდეს, რადგან შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა" , - წერია მერიის პროექტში.

 

აღნიშნულ საკითხზე საკრებულო 11 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს.

Read 183 times