Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:56

მერია: მგზავრი უბილეთოდ ჩაითვლება თუ ავტობუსში ასვლისთანავე არ აიღებს ბილეთს

Rate this item
(0 votes)

"მგზავრი, ავტობუსით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე გადაიხადოს თანხა" , - აღნიშნულ ინიციატივას გორის მერია საკრებულოს წარუდგენს.

უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ავტობუსში ასვლისთანავე არ აიღებს ბილეთს, იგი უბილეთოდ ჩაითვლება.

 

"მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ელექტრონული გადახდის საშუალება მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა" , - ვკითხულობთ მერიის ინიცირებულ პროექტში.

 

ამავე პროექტის მიხედვით, კონტროლიორი უფლებამოსილია მგზავრს ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას.

Read 198 times