Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 15:50

გორში გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებისა და სხვა გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს.

 

 

მუნიციპალური ორგანიზაციის განმარტებით, მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა, შეწამვლა, კირით შეთეთრება.

 

 

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სკამები დაიდგა ბარნოვის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე არსებულ სკვერში.

 

 

"ამ დროისთვის სეზონიდან გამომდინარე ძირითადი ყურადღება გადატანილი გვაქვს გამწვანებაზე. გვსურს რომ ამ მხრივ ჩვენი ქალაქი ლამაზად გამოიყურებოდეს. ამ მიზნით მაქსიმალურს ვაკეთებთ და მთელი სამსახური ჩართული ვართ ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში", -უთხრა რადიო მოზაიკას სააგენტოს ახლადდანიშნულმა დირექტორმა, გიორგი ბარჯაძემ.

Read 137 times