Back to Top
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 23:22

გორის თეატრში კონკურსში გამარჯვებული რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

Rate this item
(0 votes)

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში კონკურსში გამარჯვებული რეჟისორის თომა ათანელიშვილის სპექტაკლის "თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ" პრემიერა გაიმართება.

 

ერისთავის თეატრმა პანდემიამდე ჩაატარა კონკურსი "Gate 35", რომელში მონაწილეობის მსურველებსაც პროექტის სახით უნდა წარმოედგინათ საკუთარი შემოქმედებითი ინიციატივის აღწერილობა.

 

"აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი თომა ათანელიშვილი, რომლის სპექტაკლის "თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ" პრემიერასაც ერისთავის თეატრი წარმოგიდგენთ", - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში

 

 

სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება.

Read 125 times