Back to Top
პარასკევი, 11 ივნისი 2021 00:07

ხურვალეთში მზის ელექტროსადგური მოეწყობა, რომელიც 140-მდე ოჯახს დენით უზრუნველყოფს

Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დევნილთა დასახლებას ეწვია.

 

 

ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განხორციელებული პროექტების, საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ლიეტუვას მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფი მოსახლეობის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ხურვალეთში მზის ელექტროსადგური მოეწყობა, რომელიც 140-მდე ოჯახს ელ.ენერგიით მოამარაგებს

 

"ლიეტუვას მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 140 დევნილ ოჯახს, მათ შორის საბავშვო ბაღს გარკვეული რაოდენობის უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს", - აცხადებს მინისტრის აპარატი

 

 

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას ძალისხმევას და გიტანას ნაუსედას ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო დღის წესრიგში.

Read 149 times