Back to Top
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 13:28

2018 წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 100 მოქალაქე დააკავეს

Rate this item
(0 votes)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 100 პირი უკანონოდ იყო დაკავებული.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. უწყების ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით უკანონო დაკავებულთა რაოდენობაში ცდომილება დაახლოებით 5 - 10%-ს შეადგენს. სუს - ის განმარტებით, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ეს რიცხვი 25 - ით მეტს შეადგენდა. სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ, გასული წლის მაჩვენებელი ყველაზე მცირე რაოდენობით განისაზღვრა ბოლო 10 წლის მონაცემებთან შედარებით.

საერთო ჯამში, 2009 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავების 1107 შემთხვევა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - 1829 ფაქტი დაფიქსირდა.

d ter trvbxio

Read 958 times