Back to Top
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 13:49

საკრებულოს წევრებისთვის გასულ წელს 91 440 ლარი დაიხარჯა

Rate this item
(0 votes)

2018 წლის ბიუჯეტში არსებული - "სხვა ხარჯის" - მუხლით საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება და ამ თანხამ გასულ წელს 91 440 ლარი შეადგინა.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიაწოდა. 

"დაზუსტებული ბიუჯეტით წლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 92 000 ლარი, აქედან გაიხარჯა 91 440 ლარი. აღნიშნული მუხლით ხდება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დაფინანსება (გარდა თანამდებობის პირებისა)", - ნათქვამია საჯარო ინფორმაციაში. 

2017 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 40 წევრია, აქედან თანამდებობის პირი 21 მათგანია. დანარჩენ 19 -ზე გაწერილი თანხები კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა თვეს, სხვადასხვა იყო. 

 

gdr xarj

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. საკრებულოს ინფორმაციით, გაწერილი ხარჯები საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

Read 753 times Last modified on სამშაბათი, 15 იანვარი 2019 14:00