Back to Top
ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020 19:09

გორში სავაჭრო დახლების დემონტაჟის საკითხს იურისტები აფასებენ

Rate this item
(0 votes)

გორში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების დემონტაჟის საკითხს ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება.

 

იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს,რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით აკრძალულია ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. ის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ მისივე თქმით, დახლების დემონტაჟის შესახებ მოვაჭრეებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ. 

 

"გარევაჭრობა არ ხვდება ამ გამონაკლისებში, რამდენადაც ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს რადგან აქ ადამიანებს შორის კონტაქტი ხდება.რთულია რა თქმა უნდა დისტანციის დაცვის უზრუნველყოფაც. შესაბამისად, სწორია გადაწყვეტილება მათი საქმიანობის აკრძალვის. აქ პრობლემა შეიძლება იყოს დახლების დაშლისა და კონსტრუქციის წაღება რამდენად სწორად განხორციელდა, რაშიც იგულისხმება გაფრთხილებული იქნენ თუ არა მერიის მხრიდან მოვაჭრეები, რომ თავად უზრუნველეყოთ მათი დაშლა და გატანა. თუ ეს არ მომხდარა, ამ შემთხვევაში ადგილი ექნება გარე მოვაჭრეთა უფლებების უხეშ უგულვებელყოფასთან."- ამბობს ლექსო მერებაშვილი.

Read 913 times