Print this page
ორშაბათი, 11 მაისი 2020 13:06

ვინ დაამონტაჟებს 800 000 ლარად "ახალბაღში" ატრაქციონებს - მერია შერჩევის ეტაპზეა

Rate this item
(0 votes)

"ახალბაღის" ატრაქციონებზე შესაძლოა ხელშეკრულება მერიამ იმ კომპანიას გაუფორმოს, რომელმაც ლედ მონიტორების ტენდერში გაიმარჯვა. საუბარია შპს იმგოზე, რომელიც ერთადერთი მონაწილეა 800 000 ლარიან ტენდერში.

 

გორის მერის ინფორმაციით, გამარჯვებული გამოვლენილია და მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ეტაპი.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ახალბაღში უკვე დაწყებულია ძველი ატრაქციონების დემონტაჟი და სექტემბრამდე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ატრაქციონები უნდა დაამონტაჟოს.

 

"ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული. ახლა მიდის საბუთების გადამოწმება. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, გამოვაცხადებთ გამარჯვებულად, გაფორმდება ხელშეკრულება და ეს კომპანია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას", - აცხადებს გორის მერი.

Read 1014 times Last modified on სამშაბათი, 12 მაისი 2020 09:24