Back to Top
ორშაბათი, 11 მაისი 2020 14:11

გუბერნატორი "დემოკრატიის სკოლის" მონაწილეებს ანგარიშს წარუდგენს

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი გორის "დემოკრატიის სკოლის" მსმენელებს და კურსდამთავრებულებს, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

 

ანგარიშის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდება.

 

"აღნიშნული შეხვედრის მიზანია, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. ახალი კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ვირუსის წინააღმდეგ რეგიონში გატარებული ღონისძიებების შესახებ", - ნათქვამია გორის დემოკრატიის სკოლის განცხადებაში.

 

EECMD-ის ინიციატივით, იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტის მერების ონალაინ–ანგარიშის მოსმენა, იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო, ცალკეული რეგიონეიბი და მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდე

Read 520 times