გორის მერის ინფორმაციით, COVID19-ის გავრცელებამ ხელი ბევრ რამეს შეუშალა.
"პანდემიამ ძალიან ბევრ რამეს შეუშალა ხელი. ვნახოთ, როგორ იქნება, ალბათ წელს ვერ მოესწრება ერგნეთის სპორკომპლექსის აშენება", - ამბობს გორის მერი.
რადიო "მოზაიკამ" ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია მერიიდან წლის დასაწყისში გამოითხოვა, სადაც საუბარი იყო, რომ 2020 წლის ბოლომდე ერგნეთში სტადიონის გახსნა იგეგმებოდა.
ამავე თემაზე: ერგნეთის სპორტკომპლექსი დათქმულ ვადებში ვერ აშენდა
ამ სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება 2018 წელს დაიგეგმა. უფრო ადრე კი მერიაში განმარტავდნენ, რომ სპორტკომპლექსის მოწყობისთვის 18 000 ლარი დაიხარჯებოდა, ამჟამად კი, სამუშაოების გადადებას პანდემიას უკავშირებენ.