Back to Top
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020 15:51

ხუბულური: გორის ყველა სოფელში გაზიფიცირება დასრულებულია ან მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დაპირება სოფლების გაზიფიცირებასა და წყალმომარაგებაში ხელშეწყობა იყო. თენგიზ ხუბულური ამბობს, რომ კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სათანადო უწყებასთან ჰქონდა კომუნიკაცია აღნიშნული საკითების მოგვარების მიზნით.

 

თენგიზ ხუბულურის თქმით, გაზიფიცირებისა დ წყალმომარაგების საკითხები სოფლებში თითქმის დაძლეულია.

 

"ნადარბაზევის ტბა, სადაც დღეს წყალი იტუმბება, გროვდება, არის ჩემი ინიციატივით გაკეთებული. აგრარული კომიტეტის სხდომაზე დავაყენე, მელიორაციასთან მქონდა თანამშრომლობა და ჩემი ინიციატივით ეს საკითხიც გადაწყდა. გაზიფიცირებას რაც შეეხება, ძალიან ბევრ სოფელში გაკეთდა, ან კეთდება და მალე დასრულდება. როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდი, გაზი იყო, წყალი იყო, სარწყავი წყალი იყო, რაზეც პრობლემებს გამოთქვამდნენ, ეტაპობრივად ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდა ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, პრობლემები ისევ არსებობს, შეიძლება ყველაფერი 5-იანზე ვერ ჩავატარე, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში არცერთი სოფელი და ადამიანი არ დამოტოვებია უყურადღებოდ, ვისაც ჩემთვის მოუმართავს. მათთვის აქტუალური საკითხები პარლამენტში ყოველთვის დამიყენებია შესაბამისი სამსახურები შემიწუხებია და რაც შემეძლო, დავხმარებივარ", - ამბობს ხუბულური.

Read 377 times