Back to Top
პარასკევი, 10 ივლისი 2020 11:27

საკრებულოს დეპუტატი პაპუნა კობერიძე სოფელ დიცში არ შეუშვეს

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, პაპუნა კობერიძე, საოკუპაციო ხაზთან მყოფ, სოფელ დიცში, სამართალდამცავებმა არ შეუშვეს.ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც დეპუტატი ამბობს რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ სამართალდამცავებისგან არგუმენტირებული პასუხი,თუ რატომ არ უშვებდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ვერ მიიღო.

 

"გუშინ სოფელ დიცში სამართალდამცავებმა არ შემიშვეს, ორსაათნახევრიანი ლოდინის შემდეგ პასუხიც ვერ გაგვცეს რატომ არ შეიძლებოდა ჩემი შესვლა, გაატარეს ყველა მანქანა ჩემ გარდა, მე ვარ საკრებულოს წევრი და ეს არის სამარცხვინო ფაქტი, დეპუტატებს ვთხოვ ამაზე რეაგირებას", -ამბობს კობერიძე

Read 657 times