"ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები ამ დრომდე დაკეტილია, თუმცა მათ მათგანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაველოდებით მუზეუმების გახსნის ნებართვას",- გვითხრა გელა კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმსა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.
ინფორმაციისთვის, 20 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს. მათ შორის უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა და სტალინის სახლ-მუზეუმმა.