მისი განცხადებით, პირველი სამუშაო დღე ახალ სამსახურში ორშაბათს ექნება, მანამდე კი უკვე დაიწყო საქმიანობის დაგეგმვა, საარჩევნო პერიოდამდე, ვიდრე ფინანსური ოპერაციების შესრულებას კანონი შეაფერხებს.
ჯირკველიშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა არ ნიშნავს პოლიტიკაში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.
""პოლიტიკაში დაბრუნება არაა ა(ა)იპ-ის დირექტორობა. მე სულ სხვანაირად წარმომიდგენია ამ სააგენტოს მუშაობა. მას საკუთარი შემოსავლებიც ექნება და არ არის გამორიცხული სამომავლოდ ეს ა(ა)იპ საკუთარმა შემოსავლებმაც შეინახოს. ჯერჯერობით, მარტო ვმუშაობ ამ სააგენტოში. ვერც იმას გეტყვით, რამდენი იქნება წელს დაფინანსება. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება უფრო მეტი ინფორმაცია ახალი ა(ა)იპ-ის მუშაობის და თანამშრომლებით დაკომპელქტების შესახებ", - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.
შეგახსენებთ, გასულ წელს ჯირკველიშვილი რადიო "მოზაიკასთან" ამბობდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა და საქმიანობის გაგრძელება უფრო მისაღები მისთვის კერძო სექტორში იყო.
ინფორმაციისთვის, ტრანსპორტის სააგენტოს გარდა, ჯირკველიშვილი ამ ეტაპზე 4 კომპანიის დირექტორი, 2 შპს-ს დამფუძნებელი და 5-ის მეწილეა. საჯარო რეესტრში ამ დროისთვის ის ინდ.მეწარმედაც ფიქსირდება.