Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:09

პანდემიის გამო ვარიანში „​იაკობობა“ წელს არ აღინიშნება

Rate this item
(0 votes)

​​იაკობობასთან“​ დაკავშირებული ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში წელს არ ჩატარდება.

 

გორის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს.

 

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 180 წლისთავის აღნიშვნას ხელი კორონავირუსის გავრცელებამ და დაწესებულმა რეგულაციებმა შეუშალა. საიუბილეო თარიღი 27 ოქტომბერს უნდა აღნიშნულიყო.

 

ინფორმაციისთვის, ამ დღეს ვარიანი სტუმრებს ტრადიციულად სხვადასხვა კუთხიდან და ქვეყნიდან მასპინძლობს ხოლმე.

 

გასული წლებში ამ თარიღთან დაკავშირებით, ვარიანის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო სკოლების წარმომადგენლები საკუთარი სოფლების კუთხეებს აწყობდნენ. იმართებოდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

 

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით იმართებოდა.

 

ინფორმაციისთვის, დედაენის ავტორი და საბავშვო მწერალი სოფელ ვარიანში, 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.

Read 233 times