Back to Top
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 20:14

„შემოიარე საქართველო“ - ენმ-ს ლიდერები შიდა ქართლში (R)

Rate this item
(0 votes)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი,ნუგზარ წიკლაური და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.

 

პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყველა ის პრობლემა გაჟღერდა, რაც შიდა ქართლის მოსახლეობას აწუხებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ადგილობრივებმა სოციალურ სიდუხჭირეზე, ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე და საბანკო კრედიტების პრობლემებზე ისაუბრეს.

 

გორსა და კარალეთში ამომრჩეველი სოციალურ სიდუხჭირეს და მოსავლის რეალიზაციის პრობლემას უჩივის.

 

„სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, ეკონომიკის უკუსვლა და სიღარიბე ის მთავარი გამოწვევაა, რის დაძლევასაც 31 ოქტომბრიდან შევუდგებით. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და სწორედ თქვენი თანადგომით შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას", - მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა ამომრჩეველს.

 

შეხვედრაზე სიტყვით ენმ - ს ლიდერებიც გამოვიდნენ და მოსახლეობას ის სამოქმედო გეგმა გააცნეს, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება.

 

ადგილობრივებს სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, მხარდამჭერები გაამხნევა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

Read 350 times