Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 15:11

ბადრი ბასიშვილი: პოლიტიკური აქტიურობა ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა დამაწყებინა

Rate this item
(0 votes)

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა პოლიტიკური აქტიურობა 2002 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე დაიწყო. - ამის შესახებ კანდიდატმა გორის დემოკრატიის სკოლაში, კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

 

"2002 წელს ჩამოვიდა ჩემს სოფელში ჟვანიას დაცვის უფროსი კახა გოჩაშვილი, დედა ჰყავდა იქაური. ახალგაზრდული ორგანიზაციის უფროსს ეძებდა და ჩემთან მოასწავლეს, აქტიური ახალგაზრდა ვიყავი. გამესაუბრა და ჩემი სუსტი წერტილი დაიჭირა. ვთხოვე, სათამაშო მოედანს თუ გააკეთებდა ჩემს სოფელში, რადგან სკოლის გარშემო მოედანზე კალათბურთის ფარები დაჭრილი იყო და ფეხბურთის კარი დაზიანებული. სწორედ ამიტომ დიდ ქვებს ვალაგებდით ხოლმე და ასე ვთამაშობდით", - იხსენებს ბასიშვილი.


მას შემდეგ, რაც გოჩაშვილისგან საფეხბურთო მოედნის გაკეთების დაპირება მიიღო, ბასიშვილი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმღვანელობას დათანხმდა.


"ძალიან კარგი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. "მოქალაქეთა კავშირი" გიჟად იყო, პოლიციელები დაგვდევდნენ, დისკოტეკებს ვაწყობდით, მაშინ გურამ ვახტანგაშვილი გვებრძოდა. შემდეგ თბილისში ზურაბ ჟვანიასაც შევხვდი, მასაც გავესაუბრე, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური აქტივობები, უცებ მოხდა ადაპტაცია", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

Read 447 times