Back to Top
შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 17:31

რადიო „მოზაიკას“ მედიასკოლამ მონაწილეთა შერჩევა დაასრულა

Rate this item
(0 votes)

დასრულდა რადიო "მოზაიკას" მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში 15-დან 26 წლამდე ასაკის გოგონათა შესარჩევად იყო გამოცხადებული.

 

 

კონკურსის შედეგად, 20 საუკეთესო სამოტივაციო წერილის ავტორი გამოვლინდა, რომლებიც მედიასკოლის 5 თვიან კურსს გაივლიან.

 

რადიო "მოზაიკას" მენტორი ჟურნალისტები ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შემდეგ საკითხებს შეასწავლიან: 

 

  • რა არის ახალი ამბავი?
  • როგორია სტატიის სტრუქტურა? 
  • როგორ მზადდება გადაცემა და ინტერვიუ?
  • როგორ ხდება აუდიო მასალის მონტაჟი?

 

მედიასკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები რადიო "მოზაიკას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

 

"დასკვნითი შეხვედრა გოგონათა ფორუმს დაეთმობა, სადაც მიღებული ცოდნისა და უნარების საფუძველზე, მედიასკოლის კურსდამთავრებულები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებასა და ხედვას ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების/ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე."-აცხადებენ პროექტის ორგანიზაოტორები. 

 

პროექტს რადიო "მოზაიკა" ფონდი ტასოს მხარდაჭერით ახორციელებს.

Read 211 times Last modified on კვირა, 18 ოქტომბერი 2020 19:55