Back to Top
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020 15:28

რა წერია ფიცში, რომელსაც ხოჯევანიშვილმა მოაწერა ხელი

მაჟორიტარმა დეპუტატმა გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, სხვა წევრთა მსგავსად, ფიცი დადო.

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ფიცის ტექსტს უცვლელად:

 

"მე, საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში"