მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" ის პედაგოგები გაათავისუფლა, ვინც მათ ღია მხარდაჭერა არ გამოუცხადა.
"სკოლებიდან ათავისუფლებენ ისეთ პედაგოგებს, რომლებიც ქართულ ოცნებას ღია მხარდაჭერას არ უცხადებენ, ასეთი იყო ხიდისთავის სკოლის დირექტორი, რომელიც საუკეთესო ათეულშია. მიმოზას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს, მაგრამ ხელშეკრულება მესამე ვადით გაუგრძელეს სხვა დირექტორებს, რაც კანონის დარღვევაა და აშკარად იკვეთება ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტში 41 დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მათ შორის არის ხიდისთავის სკოლის დირექტორიც.
"40-მა მათგანმა მიმართა მინისტრს განცხადებით და სთხოვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. მათ შორის იყო ხიდისთავის დირექტორიც, რაზეც სამინისტროსგან უარი მიიღო, - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, 34 დირექტორს, რომლებმაც მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ითხოვეს სამინისტროსგან თანხმობა მიიღეს.