ბასიშვილის თქმით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას.
“2012 წლიდან უამრავმა ჩვენმა თანამებრძოლმა გადაწყვიტა პარტიიდან გასვლა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ბატონი გრიგოლის გარეშე ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობიანად შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას“, - ამბობს ბადრი ბასიშვილი
ინფორმაციისთვის, დღეს გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.