"კომიტეტის პრიორიტეტი თვითმმართველობის განმტკიცება და რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სხვა კომიტეტების მსგავსად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტშიც ვაკანტურად რჩება თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც კანდიდატურა ოპოზიციამ უნდა წარადგინოს.