Back to Top
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 11:21

გიორგი ხოჯევანიშვილი „წითელ ჯვარს“ სურსათის დარიგებაში დაეხმარა

გორი-კასპის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გიორგი ხოჯევანიშვილი "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას" გორში სურსათის დარიგებაში დაეხმარა.

 

"პანდემიის დაწყებიდან დღემდე წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს რეგიონთან და სამიზნე ჯგუფებს საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით ეხმარება. ამჯერად გორში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ვესტუმრეთ და სურსათი გადავეცით" , - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.