Back to Top
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 13:20

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში არსებული კოვიდსასტუმროს პერსონალს და პაციენტებს წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა

შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე კლინიკური სასტუმროს სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ისაუბრეს. ასევე, პაციენტების მიღების დინამიკაზეც მიიღეს ინფორმაცია.

 

,,პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხარეო ადმინისტრაცია კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული. ამავდროულად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სექტორთან, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყოველდღიურად აკეთებენ. " - აღნიშნა ნუგზარ სამხარაძემ.

 

რწმუნებულის მოადგილემ და დეპუტატმა სასტუმროს პერსონალს და იმ პაციენტებს, რომლებიც ამჟამად კლინიკურ სასტუმროში მკურნალობას გადიან, წინასაახალწლო საჩუქრებიც გადასცეს.

 

ამჟამად შიდა ქართლში 2 კლინიკური სასტუმრო ფუნქციონირებს.