ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" დეპუტატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა უთხრა.
"გორსა და კასპში გიორგი ხოჯევანიშვილის ბიუროში პასუხისმგებელი პირი იქნება მარი მაჩიტაძე. თვითონ ბატონი გიორგიც აქტიურად იქნება ჩართული ბიუროს მუშაობაში", - ამბობს ნინუცა ზაქარიაძე.
ინფორმაციისთვის, მარი მაჩიტაძე გუბერნატორობის დროს, გიორგი ხოჯევანიშვილის თანაშემწე იყო. შემდეგ კი გუბერნიის კანცელარიაში აგრძელებდა მუშაობას.