Back to Top
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 11:54

თავზარაშვილი: ხოჯევანიშვილის საარჩევნო კამპნიის ხარჯებთან გორის მერიას შეხება არ ჰქონია

გორის მუნიციპალიტეტის მერია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ეხმაურება.


 

კონსტანტინე თავზარაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, სადაც საუბარია გორის მერიის მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხებზე. ოპონენტებს გორის მერი მოსახლეობის სიცრუეში შეყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

 

"არცერთი თეთრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არ გახარჯულა და ყველა გაწეულ ხარჯზე არსებობს რეალური საჭიროება და არგუმენტირებული მიზეზი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, მოგეხსენებათ, რომ ყველა პარტიას საკუთარი ფინანსური რესურსი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს და გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო კამპანიას გორის მერიის საწვავის ხარჯებთან საერთო ნამდვილად არაფერი აქვს. ვისურვებდი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტის პროექტის სწორად წაკითხვა და გააზრება შეძლონ და დაეყრდნონ მხოლოდ საჯაროდ გაცემულ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას. 400 000 ლარი, რომელიც ავტომობილების მოვლისათვის დასახელდა წარმოადგენს პრეისკურანტით გათვალისიწნებულ ხარჯებს, საიდანაც რეალურად აღნიშნული თანხის მეათედია გახარჯული. მეტიც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საწვავის ხარჯებში წინა პერიოდებთან შედარებით, გორის მერიას 70 000 ლარამდე ეკონომია აქვს ნაჩვენები",-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი. 

 

ინფორმაციისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის ოფისთან ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ გორის მერიამ 2020 წელს, საწვაში 33 909 ლარი დახარჯა, წარმომადგენლობით ხარჯებში - 3947, ჯილდოებში 2600, ავტომობილების მოვლაში კი 400 ათასი ლარი. მათივე მტკიცებით, ეს ხარჯები მოხმარდა გორის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას, რასაც გორის მერი სიცრუეს უწოდებს.