Back to Top
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 15:35

"სამართლიანმა არჩევნებმა" გორელ პოლიტიკოსებთან ტროლებსა და ბოტებზე შეხვედრა ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), გორში, პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც სოციალური მედიის როლზე არჩევნების პერიოდში, ტროლებზე და ბოტებზე იყო საუბარი.

"არჩევნების პერიოდში აქტიურდება სოციალურ ქსელში პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიები, მაგალითისთვის, სატირული პოსტები, ზიზღის შემცველი გზავნილები, ჰომოფობია, ინტენსიურად დასპონსორებული პოსტები, რომელთა დაფინანსების წყაროც უცნობია და ა.შ" , - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 

შეხვედრას სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.