რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა ასევე ლელოს პოზიციით, მეორე ტურში სხვა კანდიდატების გასვლის შემთხვევაში. "მოზაიკას" შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს "ლელო" ასეთ სიტუაციაში "ქართულ ოცნებას" ვახტანგაშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი მმართველი გუნდის დამარცხებაა.
"ჩვენი პოზიცია ასეთია, დავამარცხოთ ჩვენი ძირითადი კონკურენტი ეს არის "ქართული ოცნება" რა კონფიგურაცია დაჯდება რა იქნება სამომავლოდ მაგას უკვე მეორე ტურისთვის გადავწყვიტავთ. არანაირი სურვილი არ გვაქვს იმისა, რომ ჩვენს მთავარ კონკურენტს დავუჭიროთ მხარი. იმედია ჩვენი კანდიდატი გავა მეორე ტურში და სხვებს მოუწვეთ ჩვენი დახმარება, ხაშურშიც და გორშიც", - ამბობს სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი, რომელიც 12 აგვისტოს პოლიტიკურმა გაერთიანება "ლელომ" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.