დეპუტატობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართა. ასევე, შეხვედრა მოეწყო სოფლების - ნადარბაზევისა და ნაწრეტის მოსახლეობასთან.
"ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ხურვალეთში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ. ხურვალეთში, ნადარბაზევსა და ნაწრეტში უკვე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო ნადარბაზევში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
ყოფილი გუბერნატორის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორისა და კასპის 183 სოფლის მოსახლეობასთან გეგმავს შეხვედრას.