Back to Top
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020 11:47

პაპუნა კობერიძე: გორის სოფლებში ჩვენ მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება

გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში "ლელოს" კანდიდატი ამბობს, რომ მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

 

პაპუნა კობერიძის ინფორმაციით, ზეწოლას ადგილი მმართველი პარტიის მხრიდან განსაკუთრებით სოფლად აქვს, სადაც მათი კოორდინატორები და წარმომადგენლები მუშაობენ.

 

მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატთა თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე პასუხისმგებლობას მხარის ყოფილ გუბერნატორს, გიგი ხოჯევანიშვილს და მის ძმას აკისრებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსანია.