Back to Top
შაბათი, 12 სექტემბერი 2020 09:39

ენმ: გორში, ჩვენს პლაკატებს აზიანებენ 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გორში საარჩევნო სააგიტაციო მასალის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანო ბალიაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ საპატრულო პოლიციას მიმართეს. 

 

"უკვე ორი დღეა გორში,ფოსტასთან ვიღაც პერმანენტულად ახევს და აზიანებს მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს.საპატრულო პოლიციას უკვე მივმართეთ სათვალთვალო კამერების ამოღების და შესაბამისი რეაგირების თხოვნით.ჩვენი ვარაუდით,ამის უკან "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები დგანან", - ამბობს ანო ბალიაშვილი