Back to Top
კვირა, 13 სექტემბერი 2020 19:25

მერის წარმომადგენელი ენმ - ს: სირცხვილია გმირების მემორიალთან თქვენი მოსვლა 

მეჯვრისხევში ბადრი ბასიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ვასილისა ჯაბახიძემ მმართველი პარტიის ადგილობრივი მხარდამჭერის მხრიდან მათთვის ფოტოების გადაღება გააპროტესტა. სიტყვიერი დაპირისპირებაც აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა.

 

"სირცხვილია, როცა თქვენ 2008 წლის აგვისტოს გმირების მემორიალთან მოდიხართ", - ასე მიმართა მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევში, ლექსო ბუჯიაშვილმა ენმ -ს წევრებს.

 

"სად დგახართ ახლა იცით? 8 აგვისტოს მემორიალი სადაც გაკეთდა, იქ მოდიხართ და სიტყვას ამბობთ, სირხვილია ეს თქვენი მხრიდან", - უთხრა ლექსო ბუჯიაშვილმა ვასილისა ჯაბახიძეს

 

ვასილისა ჯაბახიძის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო, რატომ უღებდნენ ფოტოებს და მათან ამის გასარკვევად მივიდა. 

 

"მაინტერესებდა რატომ გვიღებდა ეს ქალბატონი ფოტოებს და მოვედი ამის გასარკვევად. აქ კი მერის წარმომადგენელი დაგხვდა, რომელსაც ჩვენი აქ მოსვლა არ ესიამოვნა", - განაცადა ჯაბახიძემ

 

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მეჯვრისხევში ბადრი ბასიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლოებას შეხვდა.