Back to Top
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 15:30

გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს ასაიდუმლოებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრებს ასაიდუმლოებს.

 

 

რადიო "მოზაიკა" გიორგი ხოჯევანიშვილის სააარჩევნო შტაბს, უკვე ორი კვირაა, სთხოვს დაგეგმილი შეხვედრების განრიგის გაზიარებას, თუმცა ამ დრომდე, შტაბის წარმომადგენელი მხოლოდ საკითხის გარკვევას გვპირდება.

 

"მაგას მოვიკითხავ და მოგწერ", - დაგვპირდა 11 სექტემბერსაც.

 

მას შემდეგ გიორგი ხოჯევანიშვილმა რამდენიმე წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მათ შორის სკოლის მასწავლებლებთანაც, თუმცა არც ერთი შეხვედრის შესახებ ხოჯევანიშვილის საარჩევნო შტაბს ჟურნალისტებისთვის არ უცნობებია.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა გამართული შეხვედრის შესახებ, ორი-სამი საათის შემდეგ, ჟურნალისტები ან გიორგი ხოჯევანიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან ან პროსახელისუფლებო მედიისგან იგებენ.