Print this page
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 13:59

მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხოჯევანიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრის უფლება არ აქვს

გორის მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ :"ქართული ოცნების" კანდიდატის მიერ სოფელ ატენში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დეტალების გამხელის უფლება არ აქვს.

 

"მე მაქვს მაგეებზე საუბრის უფლება?" - ჰკითხა მან "მოზაიკას" ჟურნალისტის, რომელიც კითხვებს ატენში გამართული შეხვედრის შესახებ უსვამდა.

 

ჟურნალისტი: ვიცით, რომ ატენში გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრა გამართა, გვაინტერესებს, რა პრობლემები გააჟღერეს ადგილობრივებმა კანდიდატთან შეხვედრისას?

ნუგზარ მძინარაშვილი: მაქვს უფლება, რომ მოგცეთ ინტერვიუ თუ როგორაა?

ჟურნალისტი: თუ იყავით და ესწრებოდით, გვითხარით თქვენი შეფასება ამ შეხვედრის შესახებ.

ნუგზარ მძინარაშვილი: ვესწრებოდი, კი. თუ საჭირო იქნებოდა თქვენი დასწრება, დაგიძახებდნენ.

ჟურნალისტი: თქვენ რა გიშლით ხელს, რომ კითხვებზე გვიპასუხოთ?

ნუგზარ მძინარაშვილი: ხალხი კმაყოფილი დარჩა. რა კითხვებიც დაუსვეს, მიიღეს კანდიდატისგან პასუხები.

ჟურნალისტი: რა კითხვები იყო ძირითადად?

ნუგზარ მძინარაშვილი: მაგდენი არ ვიცი.

ჟურნალისტი: არ უსმენდით?

ნუგზარ მძინარაშვილი: როგორ არ ვუსმენდი, ყოფილიყავით თქვენც და მოგესმინათ

ჟურნალისტი: ჩვენთვის უცნობია კანიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის გრაფიკი

ნუგზარ მძინარაშვილი: ამდენი ხანია დავდივარ არჩევნებზე, ზონის კოორდინატორი ვარ და ვისაც უნდა შეხვედრაზე, მიდის და ისმენს.

ჟურნალისტი: შვებულებაში ხართ? ორშაბათს, სამუშაო საათებში რომ ესწრებოდით ამ შეხვედრას?

ნუგზარ მძინარაშვილი: ახლა გამგებელი ვარ. არსადაც არ ვიყავი გასული.

ჟურნალისტი: წეღან ხომ თქვით რომ ეწრებოდით შეხვედრას?

ნუგზარ მძინარაშვილი: ძაან დიდი ბოდიში, რა კარგად ბრძანდებოდეთ

 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ატენელებს შეხვდა, თუმცა ამჯერადაც მედიის გარეშე.

 

ამავე თემაზე: გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს ასაიდუმლოებს

 

რადიო "მოზაიკა" შეეცადა გაერკვია რა პრობლემები გააჟღერეს ადგილობრივებმა მმართველი გუნდის კანდიდატთან შეხვედრისას და რა დაპირება მიიღეს მათ გიორგი ხოჯევანიშვილისგან, თუმცა ამ საკიხზე საუბარი არც აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენელმა ისურვა.

 

 

!