Back to Top
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 11:55

ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბს გორში ვანო მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს

გორში "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას" საარჩევნო შტაბი გაიხსნა.

 

ნინო ბურჯანაძის პარტიის საარჩევნო შტაბრს გორში ვანო მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს.

 

"ჯერჯერობით ვფიქრობთ, დავაყენებთ თუ არა კანდიდატს გორი-კასპის ოლქში. დიდი ალბათობით არ გვეყოლება, განსხვავებით ქარელი-ხაშურის ოლქისგან, სადაც უკვე დავასახელეთ კანდიდატად ალექსი ჩხიკვაძე. გორის და კასპის ოლქში კი, თუ კანდიდატი არ გვეყოლება, ვის დავუჭერთ მხარს, ამას უახლოეს პერიოდში გადავწყვეტთ", - ამბობს ვანო მაჭარაშვილი.