Back to Top
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 12:47

„პატრიოტთა ალიანსის“ გორის საარჩევნო შტაბს დავით რაჯაბაშვილი უხელმძღვანელებს

"პატრიოტთა ალიანსის" გორის საარჩევნო შტაბს დავით რაჯაბაშვილი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" პარტიის გორის ოფისიდან აცნობეს.

 

"ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის გადაწყვეტილია, რომ შტაბს დავით რაჯაბაშვილი უხელმძღვანელებს", - გვითხრა ლელა ჯალაბაძემ, "პატრიოტთა ალიანსის" გორის ოფისის წარმომადგენელმა.

 

ინფორმაციისთვის, გორი-კასპის საარჩევნო ოლქში "პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარობის კანდიდატად კობა მაზანაშვილი დაასახელა.