Back to Top
შაბათი, 19 სექტემბერი 2020 12:21

თარხნიშვილი: გიორგი ხოჯევანიშვილი 2013 წლის შემდეგ, ჩვენს ხარჯზე გამდიდრდა

"გიორგი ხოჯევანიშვილი ჩვენს ხარჯზე 2013 წლის შემდეგ გამდიდრდა" - ეს განცხადება დღეს "ევროპული საქართველოს" გორის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან თარხნიშვილმა გააკეთა. 


 

ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის და ახლა უკვე "ოცნების" კანდიდატის ქოენება საგრძნობლად გაიზარდა. განცხადების დასტურად კი თარხნიშვილი ხოჯევანიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციებს ასახელებს. 

 

"თუ გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ 2013 წლმდე შევსბულ დეკლარაციებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაშინ მას მხოლოდ ერთი ბინა და 2 მიწის ნაკვეთი ჰქონდა. დღევანდელი დეკლარაცია რომ ვნახოთ, იქ არის უამრავი ქონება, უამრავი შემოსავალი და ძირითადად ნაჩუქარი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ქართლის მოსახლეობა უცებ გადაირია ბატონ გიორგიზე, დილა-საღამოს იმაზე ფიქრობენ, როგორ ასიამოვნონ და დილით რომ გაიღვიძებენ ხან მიწას ჩუქნიან, დედამისს - კლასიკოსი მხატვრის ნახატს უსახსოვრებენ ხოლმე ხან ძვირფასეულობას და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი გუბერნიაში ყოფნისას ჩვეულებრივი მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრდა. ახლა კი თავისივე ფულის დახარჯვა არ უნდა საკუთარ კამპანიაში და აგიტაციისთვისაც საბიუჯეტო რესურსს იყენებს"-ამბობს ლევან თარხნიშვილი