Back to Top
შაბათი, 19 სექტემბერი 2020 20:43

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ნიქოზში ოკუპაცია გააპროტესტა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დღეს სოფელ ნიქოზში ჩავიდა. შალვა ნათელაშვილმა რუსეთის სამხედროების უკანონო საქმიანობა და ე.წ საზღვრის დემარკაციის მორიგი ფაქტი გააპროტესტა.

ნათელაშვილმა რუსეთში მცხოვრებ 300 ათას ქართველს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ და აქციები პირდაპირ კრემლის კედელთან გამართონ.

 

"რუსმა ოკუპანტებმა კვლავ გაავლეს მავთულხართები. ჩქარობს კრემლი, იციან რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და დაუსჯელად ვეღარ შეძლებენ ისინი საქართველოს აწიოკებას. ამასობაში, მე მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან, გაიგოს პუტინმა, იქვე თავის კაბინეტთან ქართველთა საპროტესტო ხმა".-აღნიშნა ნათელაშვილმა.