„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლებას ე.წ. ბორდერიზაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ თემა გააქტიურდა, ხელისუფლების მხრიდან კი რეაგირება ნულის ტოლია.
"ერთადერთი პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილის გარდა ვიყავი მე, ვინც ნიქოზში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ოკუპაცია გააპროტესტა. გამოვედი და ნიქოზში უკანონო ბორდერიზაცია კატეგორიულად გავაკრიტიკე. არ ვიქნები ძალიან თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ნამდვილად მაქვს იმის ძალა,გამოცდილება და ამ ეტაპზე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შემიძლია ამ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება თუ ვიქნები ხელისუფლებაში. სამწუხაროდ დღეს მოქმედი ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს"-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.